სვანური კერძებია: კუბდარი, ჭვიშტარი, ლეცვმარი, ლუკნე, ქნაში, ღერღილი, ნემბრი, ლუგიმბაშ, ნარჩვი, ფეტვრა...
პირველ ადგილზე სვანურ სამზარეულოში დგას კუბდარი...
კუბდარის მოსამზადებლად იყენებენ, საქონლის ან ღორის ხორცს, ქონი და და მჭლე ხორცი უნდა იყოს თანაბარი რაოდენობა. შემდეგ წვრილად დაკეპავენ, უმატებენ ნიორს, ხახვს, ხმელ სანელებლებს, წიწაკას და ძირას, მარილი გემოვნებით. ამ მასას კარგად ურევენ ერთმანეთში, შემდეგ გააკეთებენ გუნდებს, რომელსაც ჩადებენ ცომის გუნდაში, გააბრტყელებენ და სვანურ ფეჩზე (ღუმელი) დადებენ გაბრტყელებულ კუდარს, შემდეგ გადააბრუნებენ მეორე მხარეს, ორივე მხრაეს შეფიცხების შემდეგ შედებენ ღუმელში გამოსაცხობად.კუბდარს ცხელს მიირთმევენ, მას ძველად არ ჭრიდნენ თავს ახდიდნენ და ისე მიირთმევდნენ...
No comments:
Post a Comment